2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით : პროექტის მონაწილეები იკვლევენ ზოგადად ინდოეთის რელიგიას, არქიტექტურას და საფუძვლიანად შეისწავლიან ტაჯ მაჰალის ისტორიას. ასევე იძიებენ სურათებს და ვიდეო რგოლებს.
3.პროექტის სრული აღწერა:
პროექტის მონაწილეები გაცნობის მიზნით მოიძიებენ და შეისწავლიან ინდოეთის რელიგიას. ასევე მოიძიებენ ინფორმაციას როგორ შეიქმნა ხელახლა სამყარო ინდუისტური ლეგენდის მიხედვით. მოამზადებენ ვრცელ ინფორმაციას ტაჯ მაჰალის ისტორიაზე. ჯუმნას ნაპირზე აგებული მავზოლეუმი ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტურული ნაგებობაა. როგორც ინდოეთში ასევე მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას წარმოადგენს. იგი აგებული იყო XVII საუკუნის დასაწყისში შაჰ ჯაჰანის მიერ, გარდაცვლილი მეუღლის საპატივცემულოდ, მისსავე საფლავზე. თვიტონ შაჰ ჯაჰანი ხანგრძლივი ტყვეობის და ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვლილი, დაკრძალული იქნა თავისი საყვარელი მეუღლის გვერდით ტაჯ მაჰალშივე. პროექტის მონაწილეებმა არქიტექტურული ნაგებობის (კომპლექსის) სურათებთან ერთად მოიძიებენ და აჩვენებენ სლაიდ შოუს. რომელშიც იქნება შიდა ინტერიერის სურათებიც.
4. მონაწილეთა ასაკი : 15-16 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა : 01.02.2010 წელი - 22.02.2010 წელი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, ნამუშავრების და ვიდეორგოლის განთავსება ბლოგში.
7. მოსწავლეთა შედეგები / პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას: ტაჯ მაჰალის ისტორიის ელექტრონული ვერსია. ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას ინდუისტური რელიგიის და არქიტექტურის შესახებ. გაიმართება საინტერესო-შემეცნებითი პრეზენტაციები.
8. სამუშაო ენა: ქართული, რუსული.
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ისტორიაში ( შეისწავლიან ინდოეთის კულტურას, არქიტექტურას, რელიგიას) გეოგრაფიაში (შეისწავლიან ინდოეთის ადგილმდებარეობას. ) საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებიტ ( ინტერნეტში მასალების მასალების მოძიებით, დამუშავებიტ, პრეზენტაციის მომზადებით ვებ გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა.
10.პროექტის ფასილიტატორი: ირმა ირემაშვილი ქ.თბილისი 105-ე საჯარო სკოლა.
11.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: irmochkairemashvili77@.gmail.com
12. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: irmochka.blogspot.com